სალათისფერი გაოცება.... მაკა, 1 ოქტომბერი, თბილისი,

მზე უანგაროდ აცხუნებს 1 ოქტომბრის თბილისს....

ეს "იმიჯი" მილიონს იტევს თავისთავად: ემოცების როლიკოსტერს, საქმეებს, დაღლებს , გეგმებს, ამოსუნთქვებს, შვებას, ნატვრას, სიმშვიდეს.....მილიონს კიდევ....

საღამოს გამომცემლობის პრეზენტაცია მაქვს...საჯარო ბიბლიოთეკაში.

გზად ორ ტაქსისტს თბილისის გზები ვასწავლე:

- ზემელზე გამიყვანთ? - სურათის ჩარჩოს ყიდვა მინდა.

პლეხანოვისკენ რომ დააპირებს გზის გაგრძელებას:

- ვაიმე, აქეთ საით მიდიხართ?! რუსთაველისკენ უნდა წავიდეთ, მერე საჯაროში - ზოგადად, გზები , მიმართულებები, რუკაზე მდებარეობა ინტუიციურად თუ გონებით ვიცი. ერთხელ ამერიკელმა ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზების განათებების მწარმოებელმა 'თლა მთავარმა" ამაკაცმა კოპლიმენტი ითხრა:

- ქალების 90 % არ ესმის რუკა, მიართულებები (ჩრდილოეთ-სამხრეთი) თქვენ კი, რა კარგად ერკვევით!

და ეს ტაქსისტი კი მე მეკითხება:

- სადაა "ზემელი"? იუსტიციასთან? მშრალ ხიდთან? სანაპიროზე?

ძლივს გავარკვიე სად იყო "ზემელი", რას ვეძახით "ზემელს", რატომ ჰქვია იმ ადგილს "ზემელი" და ვინ იყო ზემელი.....

მივედით, როგორც იქნა!.... იქ, ჩარჩოების გამყიდველმა ახლადდაარსებული გამომცემლობის სახელით მომზადებული მადლობის სიგელი ჩარჩოში უპრობლემოდ ჩამისვა და ახლა, მეორე ტაქსის გასაჩერებლად გავრბივარ.

- საჯარო ბიბლიოთეკაში წამიყვანთ? - მუდამ დროის უკმაროსობის გამო წუთებგამოთვლილი მოუთმენლობით ვეკითხები ტაქსისტს:

თან ვჯდები მანქანაში და ....თაბუკაშვილის ქუჩით კი მივყავარ, ანუ მიმართულება სწორია. მაგრამ სულ მალე აღმოვჩნდებით პატარ-პატარა, აღმართ-დაღმართიანი თბილისური ქუჩების ლაბირინთში....

ჯერ ოპერასთან მიმიყვანა, მაგრამ აშკარაა, აქედან ქუჩა არ გადის ფურცელაძის ქუჩისკენ.... მერე "დედა ენის" ბაღთან დავატრიალეთ მანქანა ორჯერ, წრეზე, გარსშემორტყმული ქუჩების რადიუსზე...

- ვაიმე, კოლმეუნეობის მოედანზე გავიდეთ და იქიდან ფეხით ავალ!

უკვე აღრაფერი მინდა . აღარც ქუსლებიან ფეხსაცმელს ვჩივივარ და აღარც საპრეზენტაციო მასალით სავსე ჩანთის სიმძიმეს....

ბოლოსდაბოლოს, კოლმეურნეობის მოედნის განახლებულ სიღრმეში შევდივართ და ქუჩის კუთხეში სულმოუთქმელად გადმოვლაგდები - რახან წრეებზე სიარულს მოვრჩით... "მარშრუტების" ბოლო გაჩერებაზე, რეისის გასვლის მოლოდინში მზეზე მიფიცხებული მძღოლები დაღართზე გაცერებული მანქანიდან ჩემს გადმობობღებას ინტერესით აკვირდებიან...

ავუყევი დანგრეულ, ოღრო-ჩოღრო აღმართს და ვცდილობ, წვეტიანი ქუსლები ისე დავადგა, რომელიმე ორმოში არ აღმოვჩნდე ცხირწამტვრეული...

მოულოდნელად, ვიხედები მარცხნივ და...

- ვაუ...ეს რა ეკლესიაა?! - ჩემდაგასაოცრად ულამაზესი ეკლესიის ხედი მეშლება თვალწინ... არ ვიცი, არასდროს მინახავს თუ უბრალოდ, დამავიწყდა მისი აქ არსებობა. თავს არ გამოვიდებ. ამ წლების მანძილზე უკვე იმდენი ადგილი, იმდენი ადამიანი, იმდენი ინფორმაცია მინახავ-მიმიღია... თანაც, თბილისიც ხომ შედარებით, სახეცვლილია....

- ეს სამებაა, ძველი სამება - ზუსგსუკნიდან მომესმის მამაკაცის ხმა....

- მართლა? რა ლამაზია?! - აბსოლუტურად უპრობლემოდ ვერთვები უცნობთან საუბარში.. ეს თვისება ხომ უკვე კაი ხანია, ჩვეულებად მექცა. უცხოელები ის უშუალონი არიან და ისე თვისუფლად საუბრობ მათთან თვითმფრინავში, მოგზაურობის დროს, ნებისმიერ ადგილას, მუზეუმში თუნდაც. მიყვარს საინტერესო ადამიანებთან საუბარი, მათი წარმატებების ისტორიების მოსენა...

- რა ლამაზია - ვაგრძელებ ჩემს ახლადგაცნობილ, თბილისის "გიდთან" აღფრთოვანების გამოხატვას..


72660655_512937636159900_2773561357155434496_n.jpg

- დრო გაქვს? ახლა მეორე კითხვა მომესმის, პირჯვარის წერის, განგებისთვის მადლიერების გამოთქმისა და ლურკი ცის სილურჯეში ჩაკარგული გუმბათის თვალის არმოშორების ფონზე.

- დრო? რატომ ეკლესიაში შევიდე არა, და სანთელი დავანთო? - ასევე ლოცვასავით იდუმალად ვაგრძელებ შეკითხვაზე პასუხს.



- არა, გავიდეთ სადმე... ლამაზ ადგილას წაგიყვან..

სადღაც შეშდება ფიქრი.....გაშეშობანას რომ ვთამაშობდით იმ ბავშვივით..მერე ნელი კადრივით ნელა ვაბრუნებ თავს და მზერას მივაპყრობ მამაკაცს. და

- ჰა.....

ვაფიქსირებ ახლაგაზრდა კაცს. კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების ბაზარში ყვავილებს რომ ყიდიან, ალბათ, იმ ბიჭს ჰგავს....

- ჰა.....

რა უნდა თქვას ამ შემთხვევაში სალათისფერი კაბაში მოფრიალე წიგნების პრეზენტაციის იდეით აღფრთოვანებულმა ქალმა?

ნაბიჯებს ვდგამ მექანიკურად...

სახეზე მიმიკები თანმიდევრულად იცვლებიან - გაოცება, თვალებგაფართოებულ-გაკვირვებულ-პირდაღებულ..მერე - სიცილი - ჰაჰაჰა.....

ამასობაში, საჯარო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსსაც მივადექი. შევუხვიე მარცხნივ, სადაც მაკა, ჩემი ერთგული მეგობარი მელის...

მზის ფონით გამონათებული მწვანე ფოთლები, ლამაზ ორნამენტიანი სკვერის სკამები და ელეგანტური მაკა, სადღაც რომელიღაც ევროპული პატარა ქალაქის პატარა სკვერს ჰგავს..

თუმცა, ეს პატარა სკვერი და პატარა ქალაქი, ხომ ჩემი თბილისია?

მაკა-მომენტ-s

"ძნელია სხვა ნიადაგს შეგუება. .. მზე რომ სჭირდება, ის ყვავილი ქარიან ადგილას რომ დარგო და მოაკლო წყალი, ხომ გაუჭირდება გაფურჩქვნა და გახარება..
მეც მაგ მცენარეს ვგავარ.. მოწყურებული ბუნებრივ გარემოს, გონებრივ კავშირს .. მერე ჩამოვდივარ ჩემს სამშობლოში და პატარა ბავშვს ვგავარ, ძალიან რომ გაუხარდება რამის და ვინმეს ნახვა და გადაირევა
აღფრთოვანებაში შევდივარ... ყველა სინათლე ერთად ინთება ჩემში ...თეატრის პროჟექტორებით განათებული სცენა წარმოიდგინეთ ..

44422361_10212710434063353_6176621274723254272_n.jpg

Book & Art at Maka's

ყველაფერს დაერქვა სახელი 2019 წლის 4 აპრილს.

მხატვარი ჯუნა ჩიქოვანი

მხატვარი ჯუნა ჩიქოვანი

“რუსთაველის გამოცემლობა” დაარსდა ჩიკაგოში, აშშ-ში და დროებას აუბა მხარი

მას მერე რუსთაველის გამოცემლობამ გამოსცა მწერალ თემურ ჭკუასელის კონოსცენარი ინგლისურ ენაზე ‘სიმღერით გამთბარი მიწა”, უკრაინელი საბავშო ავტორის, დარია მალცევას მოკლე მოთხრობა ილუსტრირებული წიგნით სერიიდან “ჯანსაღი ბავშვები” ; მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერის თვითძიებისა და თვითპოვნის მოკლე საცნობარო წიგნი ფრიად დამაინტრიგებელი სათაურით “დალეკო ოტ სჩასტია? ანუ ჩაიხედე სარკეში”;

რუსთაველის გამომცემლობის და ჩვენი მრწამსი სულის ბედნიერებისკენ სწრაფვაა. ამას კი თითოეულ ადამიანში ხელოვნების, მხატვრობის, შემოქმედებითი წერის წახალისებით ვახერხებთ. სწორედ ამის დამადასტურებელი დღე-ზეიმი იყო 18 აგვისტოს შეკრება პატარა, ინტიმურ გარემოში ჩიკაგოს ლამაზი უბნის ნათელ ბინაში. ჩვენი გამომცემლობა და მისი თანამოაზრეები სამომავლოდ ვგეგმავთ წიგნის კლუბს და თემატურ სალონურ შეკრებებს .. ახალ-ახალი მხატვრებისა და ავტორების მოწვევით, წაკითხულ წიგნებზე მსჯელობითა და აზრთა გაზიარებით, ახალი მიზნების დასახვითა და მიღწეულ მიზანთა ანგარიშებით..

იმედი გვაქვს, თქვენც გიხილავთ ჩვენს კლუბში , შეხვედრებში, ავტორთა თუ მხატვართა სიაში, ჩვენი ძვირფასო მკითხველო!

კეთილი სურვილებით,

მაკა კვერენჩხილაძე,

მწერალი, გამომცემელი

18 აგვისტოს

Photos Kindly taken by Slavik Kesel

ჩიკაგოში მცხოვრებმა რეჟისორმა მაკა სანიკიძემ კი, ულამაზესი ვიდეო სიუჟეტი მოამზადა, რომელიც მისივე მელოდიითაა გალამაზებული