მზე შინა და მზე გარეთა - გივი ჩიღვინაძე

წიგნში აღწერილია ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები: ალილო, ახალი წელი, ლამპარობა, ჩიტიფაფობა, ძეობა, ბერიკაობა, ყეენობა, კოშკობა, ჭონა, ნადი, გონჯაობა, ლაზარობა, შუამთობა, რთველი და სხვა. აქ წარმოდგენილი რიტუალები, ხალხური ლექსები და წეს-ჩვეულებები ერის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთვარი შემადგენელი ნაწილია, რომლის დაცვის კონვენცია იუნესკომ მიიღო და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს ამ მემკვიდრეობის დაცვას, კვლევას, შენახვას, აღორძინებას და პოპულარიზაციას. ქართველი ერის წარსული წარომუდგენელია ამ მშვენიერი რიტუალების გარეშე. მათი გაცნობით გასაგები ხდება , რით სულდგმულობდა ხალხი, როგორ ცხოვრობდა და ერთობოდა. ეს კრებული გააცნობს ჩვენს ბავშვებს ძველი ქართული ყოფის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს - იმ დღეობასა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც უფრო მეტად ალამაზებდნენ და ამრავალფეროვნებებდნენ ჩვენი წინაპრების ცხოვრებას.

1A1F91C9-E1B4-4CEF-9D74-63F5A08B3C48_large.jpeg