ნინო ონიანი, პერეა, თესალონიკი, საბერძნეთი

17634688_1151347204992038_1907030868950984972_n.jpg

Q1: წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. თქვენი მშობლიური ქალაქი? ამჟამად რომელ ქვეყანაში, ქალაქში ცხოვრობთ? :

- მე ვარ ნინო ონიანი. დავიბადე ქ.თბილისი. ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან პატარა საკურორტო პერეაში.




Q2: მოგვიყევით თქვენი ემიგრანტული მარშუტების შესახებ, იმ ქალაქამდე, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და შრომობთ?



- პერეა  თესალონიკის პერიფერიაა, მდებარეობს ზღვის სანაპიროზე . .ხშირად მიწევს სიარული სალონიკში, სადაც ვატარებთ სხვადასხვა ქართულ ღონისძიებებს.


Q3: რა მსგავსება-განსხვვებებია თქვენს მშობლიურ კულტურას , წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოს და კლიმატს თუ ახალ ქვეყანას, ქალაქს შორის?

- საქართველო და საბერძნეთი ზოგადად ჰგვანან ერთმანეთს კლიმატით, ადამიანებიც გვანან, როგორც ფიზიკურად, ისე ყოფითი ცხოვრებით. ამას ხელს უწყობს რელიგია, მართლმადიდებლობა. ეს ქვეყანა ასე თუ ისე ინარჩუნებს ტრადიციებს და ამითიც მაგონებს სამშობლოს. ბერძნები ხელოვნებისაკენ მიდრეკილი არიან, როგორც ქართველები. მათ უყვართ სიმღერა და ,,ყველა,, მღერის. აქ ნაციონალური სამოსის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ....

სამზარეულო შერეული აქვთ, ევროპის თითქმის მთლიან სამზარეულოს ფლობენ, რადგან ტურისტული ქვეყანაა და ეს საჭიროებასაც წარმოადგენს.
ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით ბერძნები უფრო რბილი ხასიათის ხალხია. მეტი გამოცდილება აქვთ მიგრაციისა და ემიგრაციისა. უყვართ საკუთარი ოჯახები და დიდ პატივს სცემენ მეუღლეებს. ბავშვის აღზრდაში მონაწილეობენ ყველანი ბებია ბაბუებიდან დაწყებული...
განსაკუთრებული ყურადღება საჭმელზე, მის მომზადებასა და შესწავლაზე აქვთ გამახვილებული. აქ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც სერვიტორად 9მიმტანად) არ მუშაობდა ახალგაზრდობაში

* ნინოს ვაჟი, ვაჟი, რძალი და შვილიშვილი; ნინო მეუღლესთან ერთად

Q4: რა პროფესიის ბრძნდებით? მოგიწიათ თუ არა ინტერესების შეცვლა ახალ ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად? :

- პროფესიით ფიზიოთერაპევტი ვარ. თავის დამკვიდრება , ეს არის ყველაზე რთული პროცესი. აუცილებლად გიწევს ადამიანს პროფესიის შეცვლაც და ინტერესებიც თავისთავად იცვლება.
არ ვიცი სხვა ქვეყნებში სინამდვილეში როგორ ხდება, მაგრამ საბერძნეთში საკუთარი პროფესიით თითქმის არავინ მეგულება მუშაობდეს. ჩვენს დიპლომებს საერთოდ ახლოს არავინ იკარებს. ათენში, სადაც გაიხსნა ქართული კლინიკა იქ დასაქმებული არიან ქართველი ექიმები. მაგრამ ბერძნულ საავადმყოფოებსა და კლინიკებში მძიმე ავადმყოფის მომვლელებადაც კი ჩუმად, უსაბუთოდ ან გაუფორმებლად მუშაობენ ქართველი ქალბატონები.....

Q5: გაქვთ თუ არა ჰობი ? რითი ერთობით თავისუფალ დროს? მოგვითხრეთ მის შესახებ:

- კი, მაქვს ჰობი. ჩემი ჰობი ხატვაა. თუმცა, არასოდეს დამიხატავს ადრე. კი მყავს ოჯახში ბიძა მხატვარ-მოქანდაკე და მისი ნამუშევრების შთაბეჭდილების ქვეშ გავიზარდე, მაგრამ მე არასოდეს მიცდია. თუ არ ჩავთვლით ხელსაქმეს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ქსოვა, ქარგვა, მძივებზე მუშაობა....ახლა ვხატავ და ძალიან მომწონს, მიხარია კიდეც, რადგან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
ახლახანს მოეწყო ჩემი რიგით მეათე გამოფენა. ქალაქის მერმა მადლობის ფურცელით და ბერძენ შემოქმედთა კრებულით დამაჯილდოვა. შარშან საკონსულოს ეგიდით მოვაწყე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება-გამოფენა, სადაც მოწვეული მყავდა ქართველი მხატვრები და მოქანდაკეები. ეს ღონისძიება გააშუქა საბერძნეთის ტელევიზიამაც და ეს დიდი სიხარული იყო ყველასათვის.



* ნინოს ნახატები

Q7: არის თუ არა ქართული კულტურის ცენტრი თქვენთან ახლოს? ახერხებთ თუ არა ოჯახში ბავშვებში ქართული ენის, კულტურის , ღირებულებების შენარჩუნება-გაძლიერებას?

-  სამწუხაროდ სალონიკში არანაირი ცენტრი არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, მათი მეშვეობით ხდება ქართველების ერთმანეთთან დაკავშირება. გვყავს ძალიან კარგი დესპანი, რომელიც ცდილობს მოაწყოს ღონისძიებები, შეგვახვედროს ყველანი ერთმანეთს, მაგრამ ცენტრის ჩამოყალიბება არ თუ ვერ ხერხდება, რადგან არა გვაქვს არანაირი შენობა, ერთი ოთახიც არა გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება ბავშვების მოწვევა, მომრავლება და მათთვის ქართული ღირებულებების გადაცემა.
ძალიან გული მწყდება რომ საკვირაო სკოლა თითქმის არ არსებობს. იყო ადრე და დაიშალა ადგილის უქონლობის გამო, ახლა ეკლესიაში გაიხსნა, მაგრამ იმდენად პატარა ფართობია, რომ 5 -10 ბავშვი ძლივს ეტევა...ძველი სკოლიდან 4 ბავშვი შემორჩა და ისინიც სოც. დაუცველების უფასო შენობაში მიჩენილ ოთახში იკრიბებიან საათობრივად(( ვწუხვარ......

Q9: რას უსურვებდით Rustaveli Publishing- ის , "ჩვენი ბილიკების " მკითხველებს?

- სურვილები ბევრი მაქვს და ყველა საუკეთესო))
მრავალი ბილიკები გაგეკვალოთ!
მრავალი ქართველი დაგეყენებინოთ ქართულ ბილიკებზე!

პატივისცემით, ნინო ონიანი