ჯუნა ჩიქოვანი, ჩიკაგო, აშშ

juna chikovani-2.jpg

Q1: წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. თქვენი მშობლიური ქალაქი? ამჟამად რომელ ქვეყანაში, ქალაქში ცხოვრობთ?

-  მე ვარ ჯუნა ჩიქოვანი, დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ (1991 წლი) ჩავაბარე სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში, საიდანაც იძულებული გავხდი ომის გამო გადმოვსულიყავი ჯერ ქუთაისში და მერე, თბილისში. 1994 წლიდან ვცხოვრობდი თბილისში 2017 წლამდე. ამჟამად, ვცხოვრობ ჩიკაგოს გარეუბანში, რომელსაც ვერნონ ჰილსი ჰქვია.

Q2: მოგვიყევით თქვენი ემიგრანტული მარშუტების შესახებ, იმ ქალაქამდე, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და შრომობთ?

- 2017 წელს გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი აშშ-ში ჩემს მეუღლესთან ოჯახის გაერთიანების მიზნით. ახლა აქ ერთად ვცხოვრობთ, მე, ჩემი მეუღლე და ორი ვაჟი, საბა და სანდრო

12507303_1042596232470633_5099314661918213474_n.jpg


Q3: რა მსგავსება-განსხვვებებია თქვენს მშობლიურ კულტურას , წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოსა თუ კლიმატსა და ახალ ქვეყანას შორის? :

- განსხვავება ძალიან დიდია, ამიტომ მხოლოდ მსგავსებაზე მოგიყვებით. მოგეხსენებათ სამეგრელოს აქვს "ეზოს კულტი" ანუ დავარცხნილ-მოვლილი ეზო-კარი, თავისი გაკრეჭილი ბალახით და ათასნაირი ყვავილებით, დასუფთავებულ-დაწკრიალებული... იგივე დამხვდა აქაც და ძალიან მომწონს.

Q4: რა პროფესიის ბრძნდებით? მოგიწიათ თუ არა ინტერესების შეცვლა ახალ ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად?

- მე გახლავართ მეღვინე-ტექნოლოგი, აგრეთვე საბუღალტრო მაქვს დამთავრებული. ჯერჯერობით ჩემი პროფესიით აქ არ მიმუშავია. ვეუფლები ინგლისურ ენას და ველოდები სამსახურს ამერიკულ ბანკში, ვნახოთ როგორ გამიმართლებს :)

Q5: გაქვთ თუ არა ჰობი ? რითი ერთობით თავისუფალ დროს? მოგვითხრეთ მის შესახებ: 

- ახალი ჰობი შევიძინე ახალი ამერიკაში, უფრო სწორად, ჩემმა უფროსმა შვილმა, საბა სირაძემ აღმოაჩინა ჩემში მხატვარი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტიდან დაბრუნდა ორი უზარმაზი ჩანთით ხელში, სადაც ჰქონდა ნაყიდი ყველა ნივთი, რაც კი ხატვისთვის სჭირდება ადამიანს. მოიტანა, მაგიდაზე დადო და თქვა: " დედა დახატე რა, აქ ყველაფერია ხატვისთვის რაც გჭირდებაო". იმ დღიდან ხატვა გახდა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა.

Q7: არის თუ არა ქართული კულტურის ცენტრი თქვენთან ახლოს? ახერხებთ თუ არა ოჯახში ბავშვებში ქართული ენის, კულტურის , ღირებულებების შენარჩუნება-გაძლიერებას?

-  ქართული კულტურის ცენტრი არის და შეძლებისდაგვარად ვესწრებით ხოლმე ღონისძიებებს, რასაც ატარებენ. რაც შეეხება ქართული ენის შენარჩუნებას, სახლში ქართულად ვსაუბრობთ და ვცდილობთ, დავიცვათ ქართული ტრადიციები.

Q9: რას უსურვებდით "ჩვენი ბილიკების " მკითხველებს? :

- მკითხველს მინდა, ვუსურვო ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორიები :)


პატივისცემით, ჯუნა ჩიქოვანი

Help us Grow

 
Donate