მარიეტა ხაჭაპურიძე, თესალონიკი, საბერძნეთი

61349910_467593433787890_6231779284847951872_n.jpg

Q1: წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. თქვენი მშობლიური ქალაქი? ამჟამად რომელ ქვეყანაში, ქალაქში ცხოვრობთ?

- გამარჯობა. მე ვარ მარიეტა ხაჭაპურიძე, ქუთაისიდან. ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთში, თესალონიკთან ახლო მდებარე პატარა დაბა კერასიაში. "კერასი" ბერძნულად ბალს ნიშნავს. მოკლედ ბალიანში ვცხოვრობ.

Q2: მოგვიყევით თევენი ემიგრანტული მარშუტების შესახებ, იმ ქალაქამდე, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და შრომობთ?

- ჩემი ემიგრანტული მარშრუტი დაიწყო საქართველოდან ათენში (4 წელი ვიცხოვრე იქ) და შემდეგ ათენიდან თესალონიკში.

Q3: რა მსგავსება-განსხვვებებია თქვენს მშობლიურ კულტურას , წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოსა თუ კლიმატს შორის?

-  ვთვლი, რომ ევროპაში ბერძნები ყველაზე ახლო დგანან ხასიათით ქართველებთან. საკმაოდ მნიშვნელოვანია აქაც "რას იტყვის ხალხი"-ს ფაქტორი(განსაკუთრებით პატარა საზოგადოებაში), შვილებისთვის განათლების მიცემა, წარსულით ტრაბახი, სანამ შეუძლიათ ეხმარებიან შვილებს, შვილიშვილებს და ა. შ. უყვართ დიდი ქორწილების გადახდა, თუმცა თამადა არა ყავთ და უმეტეს წილად ცეკვავენ. კლიმატიც თითქმის ერთნაირი გვაქვს. აი სამზარეულო საკმაოდ განსხვავდება ჩვენი სამზარეულოსგან. დიდი ადგილი უკავია ზღვის პროდუქტებს, და საერთოდ "მესოგიაკი" კვება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

Q4: რა პროფესიის ბრძნდებით? მოგიწიათ თუ არა ინტერესების შეცვლა ახალ ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად?

- პროფესიით მათემატიკის მასწავლებელი ვარ. როგორც უმრავლესობას, მეც მომიწია ინტერესების შეცვლა. გათხოვების შემდეგ არ მიმუშავია (ოფიციალურად), თუმცა დამეთანხმებით, რომ ოჯახის მოვლა არც ისე იოლი საქმეა.

Q5: გაქვთ თუ არა ჰობი ? რითი ერთობით თავისუფალ დროს? მოგვითხრეთ მის შესახებ..

- რაც თავი მახსოვს ყოველთვის ვიყავი რაღაცით გატაცებული, ვკერავდი, ვქსოვდი, ტყავის აქსესუარებს ვაკეთებდი. მიყვარდა ვიღაცისთვის უსარგებლო ნივთებიდან რაიმე საინტერესოს შექმნა. ამჟამად, თექით ვარ გატაცებული და მგონი ეგაა ჩემი ყველაზე დიდი გატაცების საგანი. იმდენი შეუზღუდავი შესაძლებლობები დავინახე ამ უკეთილშობილეს მასალაში, ჩემი ტვინი მუდმივად და გამალებით მუშაობს, კიდევ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. თან რამდენს ნიშნავს, რომ ამ ჩემ გატაცებას არ ეწირება არც ერთი ცხოველის სიცოცხლე და არც ეკოსისტემა ზიანდება. მიყვარს ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალური. ადგილი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავიწყებდი აბრეშუმის ჭიის მოშენებას, ეს ჩემი დიდი ოცნებაა.





Q7: არის თუ არა ქართული კულტურის ცენტრი თქვენთან ახლოს? ახერხებთ თუ არა ოჯახში ბავშვებში ქართული ენის, კულტურის , ღირებულებების შენარჩუნება-გაძლიერებას?

-  სამწუხაროდ როგორც ასეთი "ქართული კულტურის ცენტრი" თესალონიკში არა გვაქვს, თუმცა, საკმაოდ ენერგიული და დაუზარელი ემიგრაციაა აქ და ხშირად გვანებივრებენ ღონისძიებებით, კონცერტებით და წარმოდგენებით. საქართველოდანაც ჩამოყავთ თეატრები. გვიწყობს ხელს საქართველოს გენერალური საკონსულო, ცდილობენ შეუმსუბუქონ ემიგრანტებს აქ ყოფნა, ხელი შეუწყონ აქ არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლებს, მოყვარულთა თეატრს. ქართველები აქტიურად არიან ჩართული იმ ღონისძიებებში, რომლებსაც პერიოდულად აწყობს თესალონიკის მერია. მე შერეული ოჯახი მაქვს, ამიტომ ცოტა ძნელია ქართული კულტურის შენარჩუნება, თუმცა ჩემს შვილსაც და ქმარსაც ძალიან უყვართ საქართველო.

Q9: რას უსურვებდით "ჩვენი ბილიკების " მკითხველებს? :

- ცხოვრების "მწვანე ბილიკებს" ვუსურვებდი ყველას. სამშობლო ჩვენს გულებშია და მუდამ თან დაგვაქვს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაკას, რომ არსებობს, რომ ასეთი ენერგიულია და რომ ასეთ იდეებს ბადებს. წარმატებები ჩემო კარგო. შენ საჭირო საქმეს აკეთებ.

პატივისცემით, მარიეტა ხაჭაპურიძე